Thumbnail

ჯასტინ ბიბერის კლიპის გამო ისლანდიაში კანიონი დროებით დაიხურა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა სიმღერის I'll Show You ვიდეორგოლი ისლანდიის ერთ-ერთ კანიონში, სახელად Fjaðrárgljúfur-ში 2015 წელს გადაიღო. კლიპის გამოსვლის შემდეგ, ღირსშესანიშნაობის დამთვალიერებელთა რიცხვმა 80%-ით იმატა, რის გამოც მწვანე საფარი დაზიანდა. სწორედ ამიტომ, ქვეყნის გარემოს დაცვის სააგენტომ კანიონის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ბევერლი ჰილსზე 8,5-მილიონიანი სახლი უყიდა

► Justin Bieber: ჩემთვის ილოცეთ

► ჯასტინ ბიბერი: სექსისგან თავის შეკავებამ ღმერთთან დამაახლოვა

"ბიბერის ვიდეორგოლამდე კანიონის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. კლიპმა სტუმართა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. ღირსშესანიშნაობა ივნისამდე, მწვანე საფარის აღდგენამდე დაიხურება", - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა, დანიელ ფრეირ იონსონმა.

ისლანდიას, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 338,349 ადამიანია, 2017 წელს დაახლოებით 2,2 მილიონი ტურისტი ეწვია. გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ორი წლის წინ კანიონი 150,000-მა დამთვალიერებელმა მოინახულა, 2018-ში კი ვიზიტორთა რიცხვმა 282,000-ს მიაღწია. 

I'll Show You ჯასტინის რიგით მეოთხე ალბომში Purpose შედის, რომელიც გაყიდვაში 2015 წელს ჩაეშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე 440 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

ჯასტინ დრიუ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული