Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა Joy Division-ის კომპოზიცია Atmosphere შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლეიკმა ქალაქ ბრისტოლში გამართულ კონცერტზე ლეგენდარული პოსტ პანკ ჯგუფის, Joy Division-ის კომპოზიციის Atmosphere ქავერ ვერსია შეასრულა. მუსიკოსი ამჟამად იანვარში გამოცემული ალბომის Assume Form მხარდამჭერ ტურნეში იმყოფება.

► რეცენზია: James Blake - Assume Form

► ნახეთ: James Blake ვიდეორგოლს Mile High ავრცელებს

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული