Thumbnail

ნახეთ: Slipknot-ის ვოკალისტმა დევიდ ბოუის Moonage Daydream შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჰევი მეტალ ჯგუფის, Slipknot-ის ვოკალისტმა, კორი ტეილორმა სოლო ტურნეს ფარგლებში კალიფორნიის შტატის ქალაქ გარდენ გროვში გამართულ კონცერტზე ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის კომპოზიცია Moonage Daydream შეასრულა.

► ნახეთ: Slipknot-ის ფრონტმენმა Guns N’ Roses-ის კომპოზიცია It’s So Easy შეასრულა

კორი ტეილორმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს როკ ჯგუფ Stone Sour-ში მოღვაწეობით დაიწყო. არტისტი ჰევი მეტალ ბენდს Slipknot 1997 წელს შეუერთდა. მუსიკოსს ბრიტანულმა გამოცემამ NME ყველა დროის საუკეთესო ჰევი მეტალ ფრონტმენების რეიტინგში მეშვიდე ადგილი მიანიჭა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული