Thumbnail

ნახეთ: ჯონი დეპის ბენდმა Hollywood Vampires დევიდ ბოუის სიმღერა Heroes შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული მსახიობის, ჯონი დეპის ბენდმა Hollywood Vampires ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის სიმღერის Heroes ქავერ ვერსია გაავრცელა. კომპოზიცია ჯგუფის მომავალ ალბომში Rise შევა, რომელიც გაყიდვაში 21 ივნისს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: ჯონი დეპის ჯგუფის Hollywood Vampires ახალი სიმღერა Who's Laughing Now

Hollywood Vampires 2015 წელს კალიფორნიაში შეიქმნა. ბენდის შემადგენლობაში ცნობილი როკ მუსიკოსი ელის კუპერი (ვოკალი, ჰარმონიკა), ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი (რითმ გიტარა, ელექტრონული გიტარა) და Aerosmith-ის გიტარისტი ჯო პერი (ელექტრონული გიტარა, ვოკალი) შედიან. კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი 2015 წელსვე გაავრცელა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა, ზემოხსენებულ არტისტებთან ერთად, პოლ მაკკარტნიმ (The Beatles), დეივ გროლმა (Foo Fighters), პოპულარულმა მსახიობმა კრისტოფერ ლიმ და სხვებმა მიიღეს.

საინტერესოა სუპერჯგუფის სახელწოდების წარმოშობის ისტორიაც. The Hollywood Vampires ალკოჰოლური სასმლის მოყვარულთა კლუბს ერქვა, რომელიც ელის კუპერმა 70-იან წლებში ჩამოაყალიბა. მასში ისეთი ცნობილი ადამიანები იყვნენ გაწევრიანებული, როგორებიც არიან: ჯონ ლენონი და რინგო სტარი "ბითლზიდან", კიტ მუნი The Who-დან, ჰარი ნილსონი და სხვები. გაერთიანებაში მისაღებად მომავალი თანაკლუბელების დათრობა იყო საჭირო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული