Thumbnail

Joy Division საკულტო ალბომში Unknown Pleasures შესულ ტრეკებზე კლიპებს გადაიღებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ინგლისურმა პოსტ პანკ ჯგუფმა, Joy Division, საკულტო ალბომის Unknown Pleasures 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი პროექტი Unknown Pleasures: Reimagined დააანონსა. როგორც კოლექტივის ფეისბუქის გვერდზე წერია, სტუდიური ჩანაწერის ათივე კომპოზიციაზე კლიპებს გადაიღებენ. პირველი მუსიკალური რგოლის პრემიერა 13 ივნისს იგეგმება.

► Dr. Martens-ის ახალი ფეხსაცმელები ჯგუფების Joy Division და New Order პრინტებით

პიტერ ჰუკმა და ბერნარდ სამნერმა Joy Division 1976 წელს შექმნეს. პოსტ პანკის პიონერებმა ოთხი წლის განმავლობაში ორი ალბომის ჩაწერა მოასწრეს. 1980 წელს, ჯგუფის ფრონტმენის, იენ კერტისის თვითმკვლელობის შემდეგ, მუსიკოსებმა ახალი ჯგუფი New Order ჩამოაყალიბეს. ჰუკმა კოლექტივთან ერთად 8 სტუდიური ნამუშევარი გამოუშვა, 2007 წელს კი მან სამნერთან კონფლიქტის გამო ბენდი დატოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული