Thumbnail

ბილი აილიში: ცხოველებს თქვენი სიამოვნების გამო აწამებენ, უარი თქვით ხორცზე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში სოციალურ ქსელში შტატ ინდიანას ერთ-ერთ ფერმაში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველ ვიდეოს გამოეხმაურა. მომღერალმა მათი წამება დაგმო და თაყვანისმცემლებს ვეგანობისკენ მოუწოდა.

► ნახეთ: ბილი აილიშმა ელენის შოუში მსახიობი მელისა მაკკარტი შეაშინა

► ნახეთ: ბილი აილიშმა BBC Radio-ს ფესტივალზე Bury a Friend შეასრულა

► ბილი აილიში: ფსიქოთერაპევტისთვის დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ

"ვცდილობ ხოლმე, რომ ამ თემაზე არ ვისაუბრო, რადგან, ჩემი აზრით, ადამიანებმა უნდა ჭამონ და თქვან ის, რაც უნდათ. ჩემს შეხედულებებს სხვას თავს არ ვახვევ. მაგრამ, თუ უყურეთ იმ საშინელ ვიდეოს და მაინც არ განიცადეთ, რომ ცხოველებს თქვენი სიამოვნების გამო ხოცავენ, ძალიან ვწუხვარ. მესმის, რომ ხორცი გეგემრიელებათ. ფიქრობთ, რომ მასზე უარის თქმით მხოლოდ თქვენ ვერაფერს შეცვლით. ეს თქვენს ბრიყვობასა და არაინფორმირებულობაზე მეტყველებს", - დაწერა არტისტმა ინსტაგრამის სთორიში.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული