Thumbnail
ფოტო: გია გოგატიშვილი

ბექა გოჩიაშვილი: ხვალ თბილისში ვბრუნდები და აქციას ვუერთდები

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველი ჯაზ-პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის განცხადებით, ის სამშობლოში ჩამოსვლასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავს. ამჟამად არტისტი ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამში იმყოფება. 

"ხვალ თბილისში ვბრუნდები და აქციას ვუერთდები", - თქვა მუსიკოსმა popmusic-თან საუბარში.

► ბექა გოჩიაშვილი: რუსეთის გარდა ყველგან დავუკრავ

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. მოქალაქეებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნის დედაქალაქში ახალი საპროტესტო აქციები დააანონსეს. 

აქტივისტების მიერ “პოლიციაზე თავდასხმაზე” აქცენტების გამკეთებლებს ეძღვნებათ. უნიჭო არგუმენტად რომ ატრიალებენ. “WHEN...

Posted by Beka Gochiashvili on Friday, June 21, 2019

 

► ბექა გოჩიაშვილის 5 საყვარელი სიმღერა

ბექა გოჩიაშვილი, რომელმაც ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლის ასაკში დაიწყო, ჯულიარდის აკადემიის Art School-ის კურსდამთავრებულია. კარიერის განმავლობაში მან ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ჩიკ კორეა, გარი პიკოკი და სხვები. პიანისტი პერიოდულად არაერთ ქართულ და უცხოურ ფესტივალსა თუ პროექტში იღებს მონაწილეობას. ის ცნობილი ამერიკული ჯაზ ფიუჟენ ბენდის, Return to Forever-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, სტენლი კლარკის ლეიბლში Roxboro Entertainment Group წევრიანდება და მის ჯგუფში უკრავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული