Thumbnail
ფოტო: Shalika Studio

ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა აქციაზე ჯგუფ "ტაქსის" კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსმა ნიკა კოჩაროვმა 29 ივნისს პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების წინაშე ქართული ჯგუფის "ტაქსი" 1992 წლის კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულა.

► ნახეთ: დავით გაბუნიამ აქციაზე "ველოდები ომს" და "ისტორიას" შეასრულა

► ნახეთ: ტატო რუსია აქციებთან დაკავშირებით ტრეკს "გამოდი გარეთ!" ავრცელებს

🎤"მე შენი აღარ მჯერა", - კიდევ ერთი საპროტესტო სიმღერა აქციაზე #სირცხვილია

Posted by NEWS.On.ge on Saturday, June 29, 2019

 

ნიკა კოჩაროვმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა ჯგუფი Young Georgian Lolitaz ჩამოაყალიბა, რომელთან ერთად ორი სტუდიური ნამუშევარი Lemonjuice და The Lava გამოუშვა. 2011 წელს კოჩაროვმა ახალი პროექტი Z for Zulu შექმნა და ალბომი Better Than Dog გაავრცელა. 2016 წელს კი Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველოს სახელით "ევროვიზია 2016"-ზე წარდგა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ორი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული