Thumbnail

ნახეთ: პოლ მაკკარტნიმ და სტივენ ტაილერმა The Beatles-ის Helter Skelter შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ ლას ვეგასში გამართულ კონცერტზე სცენაზე პოპულარული ამერიკელი არტისტი, სტივენ ტაილერი მიიწვია და მასთან ერთად ჯგუფ The Beatles-ის კომპოზიცია Helter Skelter შეასრულა.

► პოლ მაკკარტნის სიმღერა, რომელმაც ჯონ ლენონი გააღიზიანა

► პოლ მაკკარტნის მიერ დაწერილი სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონს ყველაზე მეტად მოსწონდა

► პოლ მაკკარტნი: მაიკლ ჯექსონთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის სექტემბერში გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული