Thumbnail

ნახეთ: კონსერვატორიის რექტორმა, რეზო კიკნაძემ ბენდთან ერთად აქციაზე დაუკრა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა, რეზო კიკნაძემ და მისმა ბენდმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მხარი დაუჭირეს და შეკრებილი დემონსტრანტების წინაშე ფრი ჯაზი შეასრულეს.

ჯაზი აქციაზე 🙂 #გახარიაწადი #სირცხვილია

Posted by Sopo Kuchava on Tuesday, July 2, 2019

 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ორი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული