Thumbnail

ნახეთ: Denzel Curry-მ კონცერტი ეტლში მჯდომმა გამართა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ინგლისში გამართულ Wireless Festival-ზე ახალგაზრდა ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დენზელ კარი მსმენელთა წინაშე ეტლში მჯდომი წარდგა. გამოცემა DublinLive-ის ინფორმაციით, მუსიკოსმა ფეხი წინა დღეს, ირლანდიაში ჩატარებულ კონცერტზე სცენიდან გადახტომისას დაიზიანა. ლონდონში პერფორმანსის მიმდინარეობისას რეპერმა აღნიშნა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

► მოუსმინეთ: Denzel Curry ახალ ალბომს ZUU ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Flying Lotus - Black Balloons Reprise Ft. Denzel Curry 

► ნახეთ: Denzel Curry - RICKY 

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 6 ოფიციალურ მიქსტეიპს, 4 სტუდიურ ალბომსა და 2 EP-ის აერთიანებს. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის ოქროს სტატუსის მქონე კომპოზიციით Ultimate გაიცნო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული