Thumbnail

Space Oddity-ს იუბილესთან დაკავშირებით Ziggy Stardust-ის ბარბის გამოუშვებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული კომპანია Mattel ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის ალტერ ეგოს, Ziggy Stardust-ის შთაგონებით შექმნილ ბარბის გამოუშვებს. თოჯინა, რომელიც არტისტის საკულტო სინგლის Space Oddity 50 წლის იუბილეს ეძღვნება, 50 აშშ დოლარი ეღირება.

► დევიდ ბოუის Ziggy Stardust-ის სატელევიზიო დებიუტის ჩანაწერი იპოვეს

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-ისა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული