Thumbnail

ნახეთ: Space Oddity-ს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი კლიპი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არტისტის საკულტო კომპოზიციაზე Space Oddity შექმნილი კლიპი გაავრცელეს. ვიდეორგოლი 1997 წელს ნიუ იორკში, მედისონ სქვერ გარდენში ჩატარებული კონცერტისა და 90-იანი წლების დასაწყისში გამართული ტურნეს Sound & Vision კადრებით არის აწყობილი. ვიზუალური ნამუშევარი Space Oddity-ს გამოცემისა და Apollo 11-ის მთვარეზე დაჯდომის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

► სიმღერის ისტორია: Space Oddity

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-ისა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული