Thumbnail

პოპულარულმა ფლორიდელმა რეპერმა, დენზელ კარიმ ახალი კომპოზიცია Shawshank გამოაქვეყნა. 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპ ჰოპ ალბომის TA13OO ავტორის ტრეკში მისი ახალგაზრდა კოლეგა Tate Kobang მონაწილეობს. ჩანაწერი ცნობილი ვიდეოთამაშის Madden NFL 2020 წლის ვერსიის საუნდტრეკია.

► ნახეთ: Denzel Curry-მ ჯიმი ფელონის შოუში ტრეკები RICKY და WISH შეასრულა 

► ნახეთ: Denzel Curry-მ კონცერტი ეტლში მჯდომმა გამართა 

► მოუსმინეთ: Denzel Curry ახალ ალბომს ZUU ავრცელებს 

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 6 ოფიციალურ მიქსტეიპს, 4 სტუდიურ ალბომსა და 2 EP-ის აერთიანებს. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის ოქროს სტატუსის მქონე კომპოზიციით Ultimate გაიცნო.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული