Thumbnail
ფოტო: Roof Sundayz

ნახეთ: საფრანგეთში მყოფი კაბუ დახმარებას ითხოვს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი პიონერი კახა აბუაშვილი, სასცენო სახელით კაბუ, საფრანგეთიდან დახმარებას ითხოვს. ტელეკომპანია PalitraNews-თან საუბარში არტისტმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე მას ქვეყნის დატოვებისა და საქართველოში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. 

კახა აბუაშვილი საფრანგეთის პოლიციამ შარშან, აპრილში ჩატარებული სპეცოპერაციისას ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად დააკავა. ვეტერანი რეპერი და მსახიობი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმდინარე წლის აპრილში გაათავისუფლეს, თუმცა, კაბუს თქმით, არაერთი ქართველი კვლავ გისოსებს მიღმა რჩება, სადაც მათ იმდენად ცუდად ეპყრობიან, რომ ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

► ქართველი რეპერი კაბუ ციხიდან გაათავისუფლეს

"მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, თუნდაც ციხეში მყოფებს. ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, პასპორტი ხომ გვაქვს ქართული. იქ ძალიან ბევრი ხალხია, ვისაც უჭირს. მივიდნენ, მოიკითხონ. ამ ბიჭს აღარაფერი ეშველება, სამწუხაროდ, მაგრამ ვიღაც იქნებ გადარჩეს. ციხეში არ აქცევდნენ ყურადღებას ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ძალიან ცუდად და საბოლოოდ, ის, რომელიც ჩემი ძმაც იყო და ყველაფერი გარდაიცვალა. პაატა ახალაძეზე მაქვს საუბარი, რომელიც მოკლეს ტუბერკულოზით. 21-ე საუკუნეში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. დაუმტკიცეს კი არა, ხელში საერთოდ არაფერი ეჭირა. იყო აბსოლუტურად უდანაშაულო. იქ ვინც სხედან, რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, რომ დავუმტკიცოთ ამ ხალხს რომ სულ ტყუილად ვიჯექით და სულ ტყუილად ვზივართ და სულ ტყუილად გვაყენებენ შეურაცხყოფებს?! რამდენი უნდა დაგვხოცოთ. აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას, ქუჩაში რომ პოულობენ კოჭლ ძაღლს, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულოზით", - განაცხადა კაბუმ.

"კაბუს" ემოციური მიმართვა პირველ ინტერვიუში მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ციხე დატოვა

"ხალხო, გვიშველეთ, გეხვეწებით, ძალიან აღელვებული ვარ" - "კაბუს" ემოციური მიმართვა პირველ ინტერვიუში მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ციხე დატოვა

Posted by TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews on Wednesday, 31 July 2019


კაბუ ქართული ჰიპ ჰოპის პირველი თაობის გამორჩეული წარმომადგენელია. რეპერის შემოქმედებითი კარიერა 1997 წელს კომპოზიციით Stop დაიწყო. არტისტი არაერთი პოპულარული ტრეკის ავტორია. მათ შორისაა "ჰეი, გოგონი", "სისატურა", "ვის კლავ შენ", "საქართველო ლამაზო", "მომე" და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული