Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესს 50 წლის იუბილეზე საქმრომ წითელი "პორშე" აჩუქა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ამერიკელ მომღერალს, ჯენიფერ ლოპესს, 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქმრომ, ბეისბოლის ყოფილმა მოთამაშემ, ალექს როდრიგესმა $146,420-იანი წითელი "პორშე" უყიდა, რომლის ბამპერზეც მუსიკოსის ინიციალებია გამოსახული. როგორც როდრიგესი ვიდეოში ამბობს, ირონიულია, რომ ჯეილოს ავტომობილი უკვე 25 წელია, არ უტარებია.

► 24 ივლისი მაიამი ბიჩზე ჯენიფერ ლოპესის დღედ გამოაცხადეს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი, Cardi B და Lizzo ფილმის Hustlers თრეილერში

"ეს რა არის? როგორც ჩანს, მანქანის მართვა მომიწევს", - თქვა არტისტმა ავტომობილის დანახვისას, რომელიც მისმა და როდრიგესის შვილებმა მიუყვანეს.

"ნუ ნერვიულობ, მახსოვს მართვა", - უთხრა საჭესთან მჯდომმა ჯეილომ საქმროს, რომელიც ხუმრობით უსაფრთხოების ორმაგ ღვედს ითხოვდა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული