Thumbnail

Joy Division-ის ყოფილი ფრონტმენის, იენ კერტისის საფლავი დააზიანეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

საკულტო მანჩესტერული პოსტ პანკ ბენდის, Joy Division-ის ყოფილი ფრონტმენის, იენ კერტისის საფლავი უცნობმა პირებმა დააზიანეს და ერთ-ერთი ფილაც მოიპარეს. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

► ნახეთ: Joy Division-ის კომპოზიციაზე Interzone გადაღებული კლიპი გავრცელდა

► ნახეთ: Joy Division-ის კომპოზიციაზე Day Of The Lords გადაღებული კლიპი გავრცელდა

არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებს იმ ფილის წაღება სურდათ, რომელზეც მუსიკოსის სახელი და გვარი, გარდაცვალების თარიღი და ფრაზა Love Will Tear Us Apart არის ამოტვიფრული, თუმცა, ვერ მოასწრეს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს კერტისის საფლავის ქვა მოიპარეს, რომელიც შემდგომ ახლით ჩანაცვლდა. 

იენმა მუსიკალური კარიერა 1976 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ Joy Division-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელთან ერთადაც გარდაცვალებამდე ორი სტუდიური ალბომის გამოცემა მოასწრო. არტისტი ეპილეფსიის ქრონიკული შეტევებითა და ღრმა დეპრესიით იტანჯებოდა, რის გამოც ბენდის პირველი ამერიკული ტურნეს დაწყებამდე ერთი დღით ადრე თავი მოიკლა. ამის შემდეგ მისი კრემაცია მოხდა. ფერფლი ინგლისში, Macclesfield-ის სასაფლაოზე განათავსეს.

► სიმღერის ისტორია: Love Will Tear Us Apart

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული