Thumbnail

ნახეთ: Beyoncé-ს ფოტო, რომელიც სმითსონის მუზეუმის ექსპონატი გახდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბიონსეს სურათი, რომელიც Vogue-ის 2018 წლის სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა, ვაშინგტონის სმითსონის ნაციონალურმა ინსტიტუტმა შეიძინა. მოდის ფოტოგრაფ ტაილერ მიტჩელის ნამუშევარი სმითსონის ნაციონალური პორტრეტების გალერეაში განუსაზღვრელი ვადით იქნება წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Beyoncé - MOOD 4 EVA Ft. Jay-Z & Childish Gambino

► მოუსმინეთ: Beyoncé - NILE Ft. Kendrick Lamar

► ფოტოგალერეა: Beyonce-ს სურათები Vogue-ის სექტემბრის ნომრიდან

ფოტოსურათში არტისტს იტალიური მოდის სახლის, Valentino-ს კაბა და ქუდების დიზაინერის, ფილიპ თრეისის თავსამკაული ამშვენებს. 

ამავე გალერეაში ისეთი შემსრულებლების პორტრეტებია წარმოდგენილი, როგორებიც არიან: ლუი არმსტრონგი, არეტა ფრანკლინი, ჯიმი ჰენდრიქსი და სხვები. 

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 23 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული