Thumbnail

ჩინელმა რეპერმა, Beibei-მ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას თითი მოიჭრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჩინელმა რეპერმა, Beibei-მ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას ნეკა თითი მოიჭრა. არტისტის თქმით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მასა და თაყვანისმცემლებს შორის სექსუალური კავშირის შესახებ, საზოგადოების მხრიდან კრიტიკისა და თავდასხმის ობიექტი გახდა. "იმისთვის, რომ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო, თითს მოვიჭრი", - თქვა მუსიკოსმა, რის შემდეგაც ვიდეოში დანის მოხმარების ხმა გაისმა, შემსრულებელი კი კადრში დაზიანებული თითით გამოჩნდა.

არტისტის ქმედებას საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელში მისი ანგარიში დაბლოკეს. მუსიკოსის ლეიბლი Huonghuahui კი მომხდარის შემდეგ დაიხურა. ბეიბეიმ ქვეყანაში არსებული ინტერნეტრეგულაციებიც დაარღვია. ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელი მოჰყვება არტისტის საქციელს.

Li Jingze, ფსევდონიმით Beibei, ჩინეთის ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ სცენის წარმომადგენელია. ის საზოგადოებამ 2012-13 წლებში რეპ ბეთლების საშუალებით გაიცნო. 

View this post on Instagram

#李京泽 ❤️

A post shared by serafinababy^_^ (@serafina0813) on

კომენტარები

ბოლოს დამატებული