Thumbnail

ICMP: სოციალურ ქსელებში BTS-ის გამომწერების 47% ყალბია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ორგანიზაცია ICMP-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სოციალურ ქსელებში მუსიკოსებს შორის ყველაზე მეტი ყალბი გამომწერი კეიპოპ ჯგუფს, BTS-ს ჰყავს. ტვიტერსა და ინსტაგრამზე ბოიბენდის 36 მილიონი ფოლოუერიდან 47% ყალბი ანგარიშითაა რეგისტრირებული. ათეულში ასევე მოხვდნენ მომღერლები: ტეილორ სვიფტი (46%), არიანა გრანდე (46%), მაილი საირუსი (45%) და კეტი პერი (44%).

► BTS მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბოიბენდია

ორგანიზაციამ სპეციალური პროგრამების, IG Audit-ისა და Sparktoro-ს გამოყენებით შოუბიზნესის წარმომადგენლებისა და სპორტსმენების 99 ანგარიში გამოავლინა, რომელთა მრავალმილიონიანი გამომწერების დიდი ნაწილი ყალბი აღმოჩნდა. სიას გერმანელი ფეხბურთელი, ტონი კროოსი ლიდერობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული