Thumbnail

ნოელ გალაჰერი: მოსაწყენია, რაზეც ემინემი რეპავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ირლანდიურმა გაზეთმა Sunday Independent ლეგენდარული მანჩესტერული ჯგუფის, Oasis-ის ყოფილ წევრს, ნოელ გალაჰერს 2005 წელს, გამოცემა The Guardian-ისთვის მიცემული ინტერვიუ შეახსენა, რომელშიც მან განაცხადა, რომ რეპი ეზიზღება და დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ემინემი "იდიოტად“ მოიხსენია. ჟურნალისტი დაინტერესდა, იმავე აზრზე იყო თუ არა გალაჰერი 14 წლის შემდეგ.

► მოუსმინეთ: Noel Gallagher's High Flying Birds-მა სიმღერა This Is the Place გაავრცელა

► Noel Gallagher: დედაჩემი მანამ მომწონდა, სანამ ლიამს გააჩენდა

“ემინემი შემსრულებელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სარეაბილიტაციო ცენტრში რომ მიდიან და შემდეგი 20 წელი ამაზე მღერიან. არასდროს მიგრძვნია საჭიროება, მათ რიცხვში ვყოფილიყავი. ეს მოსაწყენია“, - განაცხადა არტისტმა.

Oasis-ის დაშლის შემდეგ, 2010 წელს ნოელმა საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა დღეისთვის ბოლო, რიგით მესამე ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული