Thumbnail

სახლი, რომელშიც ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა, $4.1 მილიონად გაიყიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ჯორჯ მაიკლის სახლი, რომელშიც არტისტი 2016 წლის 25 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, 4.1 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. გამოცემა Mirror-ის ცნობით, ოქსფორდშირის საგრაფოში მდებარე, მე-16 საუკუნის შენობას ახალი მფლობელი გასულ თვეს გამოუჩნდა.

► ნახეთ: ჯორჯ მაიკლის არტ-კოლექცია 11,3 მილიონად გაიყიდა

აღსანიშნავია, რომ სახლის გასხვისებას ჯორჯ მაიკლის თაყვანისმცემლები ეწინააღმდეგებოდნენ. ინტერნეტში პეტიციაც გავრცელდა, რომლის ავტორებიც ითხოვდნენ, შენობა მომღერლის მუზეუმად გადაკეთებულიყო.

თავის მხრივ, არტისტის ოჯახმა მიმდინარე წელს ფანებს თხოვნით მიმართა, გარდაცვლილი მუსიკოსის სახლთან ყვავილებისა და ნივთების დატოვება შეეწყვიტათ.

გეორგიოს კირიაკოს პანაიოტუმ, სასცენო სახელით ჯორჯ მაიკლი, მუსიკალური მოღვაწეობა 1981 წელს, პოპ დუეტში Wham! დაიწყო. 1981-1985 წლებში ჯგუფმა 4 ალბომი გაავრცელა. პროექტის დაშლის შემდეგ, 1987 წელს შემსრულებელმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Faith გამოსცა. 2 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული