Thumbnail

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეი ჯენკინსი, ფსევდონიმით Young Jeezy, ახალ კომპოზიციას MLK BLVD ავრცელებს. ჩანაწერში ჯიზის ფილადელფიელი კოლეგა Meek Mill მონაწილეობს. ბენგერი ბითის ავტორი კი ცნობილი სამხრეთელი მუსიკოსი Lex Luger გახლავთ, რომელმაც ჯენკისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

ნახეთ: Young Jeezy ვიდეორგოლს 1 Time აქვეყნებს 

► მოუსმინეთ: Young Jeezy - Gone Ft. Master P 

იანგ ჯიზი კრიმინალური წარსულის მქონე ატლანტელი რეპერია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ერთ-ერთი იმ არტისტთაგანია, რომელმაც ჰიპ ჰოპის მიმდინარეობა, თრეფი ჟანრის მეინსტრიმში დააბრუნა. ჯეი ჯენკინსი ფართო საზოგადოებამ 2005 წლის სადებიუტო ალბომით Let's Get It: Thug Motivation 101 გაიცნო. ნამუშევარი 2000-იანი წლების სამხრეთული რეპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. დღეს მისი კარიერა 10 ალბომს, ოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კომერციულად წარმატებულ სინგლს აერთიანებს.   

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული