Thumbnail

კანადური სინთ პოპ დუეტი Blue Hawaii ახალ კომპოზიციას All That Blue და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით მესამე ალბომში Open Reduction Internal Fixation იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში ახლო მომავალში ჩაეშვება.

Blue Hawaii ქალაქ მონრეალში 2010 წელს შეიქმნა. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2013 წელს, ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Untogether გაავრცელა. არტისტების შემოქმედება სინთ პოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული