Thumbnail

ლეგენდარულმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კელვინ ბროდუსიმ, ფსევდონიმით Snoop Dogg, ახალი ტრეკი Do It When I'm In It გამოაქვეყნა. ჩანაწერში ვეტერანი მუსიკოსი Jermaine Dupri, პუერტორიკოელი მომღერალი Ozuna და პოპულარული შემსრულებელი Slim Jxmmi მონაწილეობენ. კომპოზიცია სნუპის მომავალი ალბომის I Wanna Thank Me ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Snoop Dogg - Let Bygones Be Bygones 

► ნახეთ: Snoop Dogg - Countdown Ft. Swizz Beatz 

► მოუსმინეთ: Snoop Dogg - Madden 20 

ვეტერანი რეპერის რიგით მე-17 ალბომი გაყიდვაში 16 აგვისტოს ჩაეშვება. სნუპმა სოციალურ ქსელში ნამუშევრის ტრეკლისტი გამოაქვეყნა, რომელიც 22 კომპოზიციას აერთიანებს. მათზე მუშაობისას კალიფორნიელმა არტისტმა ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Slick Rick, Swizz Beatz, Nate Dogg, YG, Mustard, Wiz Khalifa, Chris Brown და სხვა.

სნუპიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული