Thumbnail

ნახეთ: Common და Swizz Beatz ტრეკს Hercules ასრულებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლონი რაშიდ ლინი, ფსევდონიმით Common, ჯიმი ფელონის პოპულარულ გადაცემას ესტუმრა. შოუს მუსიკალურ ნაწილში ჩიკაგოელმა რეპერმა თავისი ბოლო სინგლი Hercules შეასრულა. პერფორმანსისას მასთან ერთად მაყურებელთა წინაშე  ცნობილი ნიუ იორკელი მუსიკოსი და პროდიუსერი Swizz Beatz წარდგა. ტრეკი ქომონის მომავალ ალბომში Let Love შევა.

► ნახეთ: Common-მა ფრისტაილი წაიკითხა 

► ნახეთ: Common - Hercules Ft. Swizz Beatz 

► ნახეთ: Common - HER Love Ft. Daniel Caesar & Dwele 

ქომონმა მუსიკალური მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. არტისტი, რომელიც საკუთარ თავს უიმედო რომანტიკოსს უწოდებს, ფართო საზოგადოებამ სადებიუტო ალბომით Can I Borrow A Dollar? გაიცნო. დღეისთვის ჩიკაგოელი მუსიკოსის დისკოგრაფია 11 სტუდიურ ჩანაწერსა და 2 კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს. კომერციულად ყველაზე წარმატებული პერიოდი შემსრულებელს 2000-იან წლებში ჰქონდა, როდესაც მისი ალბომები ქანიე ვესთის მიერ დაფუძნებულ ლეიბლზე G.O.O.D. Music გამოიცა. 2003 წელს ქომონმა ერიკა ბადუსთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციისთვის Love Of My Life გრემის ჯილდო დაიმსახურა. 2015-ში კი მისი და ჯონ ლეჯენდის ტრეკი Glory ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე წლის საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული