Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი მაიკლ კივანუკა ახალ კომპოზიციას You Ain’t the Problem ავრცელებს. სიმღერა არტისტის ახალ, რიგით მესამე ალბომში Kiwanuka იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვება.

მაიკლ კივანუკამ მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Home Again გაავრცელა. მომღერალს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Cold Little Heart მოუტანა, რომელიც HBO-ს პოპულარული სერიალის Big Little Lies ერთ-ერთი საუნდტრეკია. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ფოლკ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული