Thumbnail

ახალგავრცელებული ალბომის I Wanna Thank Me პრომოუშენის მიზნით, ლეგენდარული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი კელვინ ბროდუსი, ფსევდონიმით Snoop Dogg, ადგილობრივ რადიოსადგურს Power 106 ესტუმრა. გადაცემის წამყვანთან, ნიქ ქენონთან საუბრისას, ვეტერანმა მუსიკოსმა თავისი ფავორიტი 5 რეპერი დაასახელა, რომელთაგან ერთ-ერთი თავადვე გახლავთ. სნუპის დანარჩენ რჩეულებს შორის კი Big Daddy Kane, Slick Rick, Ice Cube და Rakim მოხვდნენ.

► Ice Cube-მა 5 რჩეული რეპერი დაასახელა 

► 21 Savage-მა 5 რჩეული რეპერი დაასახელა 

Snoop Dogg - Vato 

Big Daddy Kane - Ain't No Half-Steppin'

Slick Rick - Children's Story 

Rakim - When I B On Tha Mic

Ice Cube - Gangsta Rap Made Me Do It 

ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.    

კომენტარები

ბოლოს დამატებული