Thumbnail

ჯონი ფლინი დევიდ ბოუის როლში - პირველი ფოტო Stardust-ის გადასაღები მოედნიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

რეჟისორი გებრიელ რეინჯი ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს Stardust იღებს. ინტერნეტში გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტო გავრცელდა, რომელზეც არტისტის როლის შემსრულებელი, ჯონი ფლინია აღბეჭდილი.

► ნახეთ: ჯონი დეპის ბენდმა Hollywood Vampires დევიდ ბოუის სიმღერა Heroes შეასრულა

► ნახეთ: Christine and the Queens-მა დევიდ ბოუის ჰიტი Heroes შეასრულა

► ნახეთ: Slipknot-ის ვოკალისტმა დევიდ ბოუის Moonage Daydream შეასრულა

ნამუშევარი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში ბოუის გამგზავრებასა და ზიგი სთარდასთის პერსონაჟის ჩამოყალიბებაზე მოგვითხრობს. არტისტის პირველ ცოლს, ენჯის Hunger Games-ის მსახიობი, ჯენა მელოუნი ანსახიერებს. 

ჯგუფ Johnny Flynn & The Sussex Wit-ის ფრონტმენი, ჯონი ფლინი სამხრეთ აფრიკაში დაბადებული მუსიკოსი და მსახიობია. ის სხვადასხვა დროს სერიალებში Lovesick და Genius თამაშობდა.

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-ისა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული