Thumbnail

ნახეთ: Die Antwoord გეი მამაკაცის შეურაცხყოფის გამო ფესტივალებიდან მოხსნეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი სამხრეთაფრიკული ჰიპ ჰოპ ჯგუფი Die Antwoord ჰომოსექსუალი მამაკაცისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო ამერიკული მუსიკალური ფესტივალებიდან Louder Than Life და Life Is Beautiful Festival მოხსნეს. საქმე ეხება 2012 წელს ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში მომხდარ ფაქტს, რომლის ამსახველი კადრებიც კოლექტივის ყოფილმა ოპერატორმა, ბენ ქროსმენმა ახლახან გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, რომ ჯგუფის წევრი Ninja ამერიკელ დიჯეის, მუსიკალურ პროექტ Hercules and Love Affair-ის დამფუძნებელ ენდი ბატლერს მისდევს და სახეში აფურთხებს. კოლექტივის კიდევ ერთი წევრი Yolandi კი მას "პედერასტს" ეძახის:

"შეხედეთ, პედერასტი ჩხუბობს. რა საყვარლობაა. გაიქეცი, პედერასტო, გაიქეცი, რომ გადარჩე".

"გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო Die Antwoord ფესტივალში Louder Than Life მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. სხვა მხრივ, ლაინაფი უცვლელი რჩება", - წერია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინჯას თქმით კი, ბატლერი საპირფარეშოში იოლანდის სექსუალურად ავიწროვებდა და ინციდენტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"ბენ ქროსმანმა ძალიან ჭკვიანურად დაამონტაჟა ვიდეო. ისე გამოვიდა, რომ მე და იოლანდი იმიტომ დავესხით თავს ენდის, რომ გეია. ეს უბრალო ჩხუბი იყო და არა სიძულვილით მოტივირებული ქმედება. არაფერ შუაშია მისი ჰომოსექსუალობა. არ გვაინტერესებს ადამიანების სექსუალური იდენტობა. ჩვენს გუნდშიც ბევრია გეი. დაპირისპირების დაწყების მიზეზი ის იყო, რომ ბატლერი საპირფარეშოში ცდილობდა, იოლანდის შეხებოდა", - დაწერა ნინჯამ ფეისბუქზე.

Die Antwoord აფრიკაანსზე "პასუხს" ნიშნავს. ბენდი რეპერებმა უოტკინ ტიუდორ ჯონსმა, სასცენო სახელით Ninja, ანრი დიუ ტოიტმა, ფსევდონიმით Yolandi Visser და პროდიუსერმა ჯასტინ დე ნობრეგამ, იგივე DJ Hi-Tek-მა ან God-მა, 2008 წელს ქალაქ კეიპტაუნში ჩამოაყალიბეს. კოლექტივის შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპ ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. ჯგუფი თავს სამხრეთაფრიკული კონტრკულტურული მოძრაობის Zef-ის წევრად მოიაზრებს. 2018 წლის 26 აგვისტოს დუეტი ქართველი მაყურებლის წინაშე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ის ფარგლებში წარდგა.

Die Antwoord ფესტივალზე Echowaves 2018

🎶 ანაკლიაში გამართული მუსიკალური ფესტივალის ECHOWAVES 2018 ჰედლაინერი სამხრეთაფრიკული ჰიპ ჰოპ კოლექტივი DIE ANTWOORD იყო. 🎞️👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on Wednesday, August 29, 2018

კომენტარები

ბოლოს დამატებული