Thumbnail

ნიუ ჯერსიში ყოველწლიური ცერემონია MTV Video Music Awards გაიმართა. ღონისძიებაში სხვადასხვა ჟანრის წარმომდგენლებთან ერთად ჰიპ ჰოპ არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ნახეთ: 2019 წლის MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულები

დაჯილდოების ყველაზე პრესტიჟული ჯილდო Vanguard Award ვეტერან ვირჯინიელ რეპერს, მისი ელიოტს გადაეცა, რომელიც მან კარიერული მიღწევებისთვის დაიმსახურა. გავლენიანმა მისიმ მაყურებელთა წინაშე ჩვეული შოუ დადგა. მუსიკოსმა სცენაზე ჰიტები Get Ur Freak On, Lose Control და სხვა კომპოზიციები შეასრულა.

მისი ელიოტის შემდეგ სცენა ახალგაზრდა ნიუ იორკელმა და დეტროიტელმა მუსიკოსებმა, ეისეფ ფერგიმ და ბიგ შონმა დაიკავეს. კოლეგებმა თავყანისმცემლების წინაშე ბიგ შონის ახალი სინგლი Bezerk გააჟღერეს.

ახალგაზრდა ჰიუსტონელმა რეპერმა, Megan Thee Stallion-მა თავდაპირველად ახალგავრცელებული ტრეკი Hot Girl Summer შეასრულა, შემდეგ კი "თვერქის" თანხლებით ტრეკი Cash Shit გააჟღერა.

ჰიპ ჰოპის მოყვარულებისთვის საღამოს კულმინაცია ღონისძიების მიწურულისკენ დადგა, როდესაც სცენა არაერთმა ვეტერანმა და ლეგენდარულმა რეპერმა დაიკავა. თაყვანისმცემელთა წინაშე მონაცვლეობით ადგილობრივების ფავორიტი, ნიუ ჯერსელი მუსიკოსი Queen Latifah, ვეტერანი რეპერი Redman, ცნობილი ნიუ იორკული გაერთიანება Naughty By Nature და ლეგენდარული ჯგუფის The Fugees წევრი Wyclef Jean გამოჩნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული