Thumbnail

მოუსმინეთ: Eko & Vinda Folio - მე როგორც ბგერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართველი არტისტების, ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას დუეტმა Eko & Vinda Folio კომპოზიცია "მე როგორც ბგერა" გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსების სადებიუტო ალბომში Therapy იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ფრანგული ლეიბლი Talitres 20 სექტემბერს გამოსცემს. ტრეკი, რომელიც ერეკლე დეისაძემ დღემდე რამდენიმე კონცერტზე შეასრულა, 2016 წლის ივნისშია დაწერილი.

 ნახეთ: Eko & Vinda Folio - თერაპია

► Eko & Vinda Folio-ს სადებიუტო ალბომის Therapy გარეკანი და ტრეკლისტი გავრცელდა

კიდევ ერთი ახალი სიმღერა, ,,მე როგორც ბგერა'' - მომავალი ალბომიდან 💥

Posted by Erekle Deisadze on Friday, August 30, 2019

 

პროექტი Eko & Vinda Folio ერეკლე დეისაძემ და თემურ ეზუგბაიამ 2012 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტის სადებიუტო ნამუშევარი კომპოზიციის "სისტემა უნდა დაინგრეს" ალტერნატიული ვერსია იყო. 2016 წლის ნოემბერში არტისტებმა ლეიბლზე Talitres ორსინგლიანი ჩანაწერი გამოსცეს, რომელშიც ტრეკები "შენ ანათებ" და "აგურით ხელში" შევიდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული