Thumbnail
ფოტო: გია გოგატიშვილი

ნახეთ: ბექა გოჩიაშვილმა Detroit Jazz Festival-ზე დაუკრა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში ყოველწლიური ფესტივალი Detroit Jazz Festival გაიმართა, რომელშიც ქართველმა ჯაზ-პიანისტმა, ბექა გოჩიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. არტისტი JPMorgan Chase-ის მთავარ სცენაზე გრემის მფლობელი ამერიკელი ბასისტის, სტენლი კლარკის ბენდის შემადგენლობაში წარდგა. მუსიკოსებთან ერთად ასევე ცნობილმა დრამერმა, ლენი უაითმა დაუკრა.

Detroit Jazz Fest. Me - Piano Stanley Clarke - Bass Lenny White - Drums

Posted by Beka Gochiashvili on Sunday, September 1, 2019

 

Detroit Jazz Festival სექტემბრის დასაწყისში იმართება და აშშ-ში მშრომელთა დღის უქმეებს ემთხვევა. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ამერიკელმა არტისტმა მეისი გრეიმ, ცნობილმა დრამერმა შენონ ფაუელმა, პიანისტმა ქამერონ გრეივზმა და სხვებმა.

ბექა გოჩიაშვილი, რომელმაც ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლის ასაკში დაიწყო, ჯულიარდის აკადემიის Art School-ის კურსდამთავრებულია. კარიერის განმავლობაში მან ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიანჩიკ კორეა, გარი პიკოკი და სხვები. პიანისტი პერიოდულად არაერთ ქართულ და უცხოურ ფესტივალსა თუ პროექტში იღებს მონაწილეობას. ის ცნობილი ამერიკული ჯაზ ფიუჟენ ბენდის, Return to Forever-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, სტენლი კლარკის ლეიბლში Roxboro Entertainment Group წევრიანდება და მის ჯგუფში უკრავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული