Thumbnail

ნიუ ჯერსელი ჰიპ ჰოპ არტისტი რეჯინალდ ნოუბლი, ფსევდონიმით Redman, ახალ კომპოზიციას Black Man in America და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში რეგის შემსრულებელი დანილო ბრაუნი, იგივე Pressure მონაწილეობს. ნამუშევარი ვეტერანი მუსიკოსის მომავალი ალბომის Muddy Waters Too ერთ-ერთი სინგლია.

► Redman: მირჩევნია, ჩემმა შვილებმა ალკოჰოლის ნაცვლად მარიხუანა მოიხმარონ

► ნახეთ: Redman ვიდეორგოლს Trap House აქვეყნებს

რედმენი წარმატებული რეპერი, დიჯეი და მსახიობია. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990 წელს დაიწყო და ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერიც გამოუშვა. სოლო კარიერის გარდა, რეჯინალდმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთ წამყვან წევრთან, მეთოდ მენთან ერთად დუეტიც ჩამოაყალიბა. მათი მთავარი მიღწევა კომერციულად მომგებიანი ერთობლივი ნამუშევარი Blackout! გახლავთ. 2001 წელს კოლეგებმა კომედიური ჟანრის პოპულარულ ფილმში How High მთავარი როლებიც შეასრულეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული