Thumbnail

The Rolling Stones-ის No Filter Tour ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ტურნედ დასახელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Rolling Stones ორწლიანი მსოფლიო ტურნე No Filter Tour დაასრულა. გამოცემა Billboard-ის ცნობით, ჯამურმა შემოსავალმა 415,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით მუსიკოსებმა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ტურნეების ათეულში მერვე პოზიცია დაიკავეს. კოლექტივმა კონცერტებზე სულ 2,290,871 ბილეთი გაყიდა.

► The Rolling Stones საკულტო ალბომის Let It Bleed ბოქს-სეტს გამოუშვებს

► ნახეთ: NASA-მ მარსზე აღმოჩენილ ქვას The Rolling Stones უწოდა

► მიკ ჯაგერმა დონალდ ტრამპი და ბორის ჯონსონი გააკრიტიკა

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 23 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მესამე პოზიციას იკავებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული