Thumbnail

ნახეთ: რინგო სტარმა Yellow Submarine საბავშვო ინსტრუმენტების თანხლებით შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles ყოფილმა დრამერმა, რინგო სტარმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში ჰიტი Yellow Submarine, ბენდ The Roots-თან ერთად, საბავშვო ინსტრუმენტების თანხლებით შეასრულა.

► რინგო სტარი და პოლ მაკკარტნი ჯონ ლენონის სიმღერის ქავერს ჩაწერენ

Yellow Submarine "ბითლზმა" 1966 წელს ჩაწერა. სინგლი ლივერპულელი მუსიკოსების რიგით მეშვიდე ალბომში Revolver შედის. ეს იმ იშვიათ კომპოზიციათაგანია, რომელშიც ვოკალისტის როლს რინგო სტარი ირგებს.

რინგო ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის 12-ვე ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 19 სოლო ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული