Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-ის კომპოზიციაზე Royalty გადაღებული კლიპი გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გარდაცვლილი მუსიკოსის, XXXTentacion-ის კომპოზიციაზე Royalty გადაღებული კლიპი გავრცელდა. ტრეკი მის მომავალ ალბომში Bad Vibes Forever იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა. ნამუშევარში იამაიკელი არტისტები Ky-Mani Marley და Vybz Kartel, ასევე, ბრიტანელი რეპერი Stefflon Don მონაწილეობენ. ვიდეორგოლის ავტორი, დემიენ ფაიფი გახლავთ.

► ნახეთ: Videoclub-მა XXXTentacion-ის ტრეკი What Are You So Afraid Of დააქავერა

 მოუსმინეთ: XXXTentacion - Proudcatowner (Remix) Ft. Rico Nasty

► ნახეთ: XXXTentacion-ის მონაწილეობით შექმნილ ტრეკზე Middle Child კლიპი გადაიღეს 

20 წლის ჯასეი ონფროი, იგივე XXXTentacion, 2018 წლის 18 ივნისს ფლორიდაში გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. რეპერმა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის "17" (2017) და "?" (2018) გამოცემა მოასწრო. ორივე მათგანი დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. ტენტასიონის სიკვდილის შემდეგ, დეკემბერში მუსიკოსის დღეისთვის ბოლო ალბომი სახელწოდებით Skins გამოქვეყნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული