Thumbnail

National Geographic არეტა ფრანკლინზე სერიალს გადაიღებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული სატელევიზიო ქსელი National Geographic სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის ცხოვრების შესახებ სერიალს Genius: Aretha გადაიღებს. მუსიკოსს ბრიტანელი მსახიობი, სინტია ერივო განასახიერებს. ნამუშევრის პრემიერა 2020 წლის გაზაფხულზე შედგება.

 არეტა ფრანკლინის სახლში 1 მილიონი დოლარის ღირებულების გაუნაღდებელი ჩეკები იპოვეს

ცნობილია, რომ სურათში წარმოდგენილი არეტას კომპოზიციებიდან რამდენიმეს მისი როლის შემსრულებელი იმღერებს.

"არეტა ფრანკლინი ჩემთვის ბავშვობიდან ინსპირაციის წყარო იყო. არა მხოლოდ მუსიკოსი, არამედ როგორც ადამიანი და უფლებადამცველი. მისი როლის შესრულება ჩემთვის დიდი პატივია. ამაყი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიქნები", - განაცხადა სინტია ერივომ.

სოულის დედოფალი შარშან, 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული