Thumbnail

ნახეთ: Reason და Ab-Soul კლიპს Flick It Up ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიის ქალაქ ქარსონის წარმომადგენლები, ჰიპ ჰოპ არტისტები Reason და Ab-Soul კომპოზიციაზე Flick It Up გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებენ. ტრეკი გაერთიანება Top Dawg Entertainment-ის წევრების პირველი ერთობლივი ჩანაწერია. ნამუშევარი რიზონის მომავალი ალბომის ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Reason - Same Ol Shit 

► მოუსმინეთ: Reason - High Hopes 

► მოუსმინეთ: Reason - Middle Child (Remix) 

რიზონმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლამდე რეპერმა 3 ოფიციალური მიქსტეიპი ჩაწერა. 2018 წელს კი მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის, Top Dawg Entertainmen-ის წევრი გახდა და მალევე გაყიდვაში სადებიუტო ალბომი There You Have It ჩაუშვა. არტისტის შემოქმედება კლასიკური ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი კითხვის მანერითა და დახვეწილი ლირიკით გამოირჩევა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული