Thumbnail
ფოტო: Jerome Dedebat

ნახეთ: დუეტმა Eko & Vinda Folio პარიზში კომპოზიცია "თერაპია" შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართველი არტისტების, ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას პოსტ პანკ პროექტმა Eko & Vinda Folio ფრანგული ტურნეს ფარგლებში ქალაქ პარიზში კონცერტი გამართა. La Maroquinerie-ში შეკრებილი მსმენელების წინაშე მუსიკოსებმა სხვა სიმღერებთან ერთად კომპოზიცია "თერაპია" შეასრულეს. 

კომპოზიცია "თერაპია" Eko & Vinda Folio-ს ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომში არის წარმოდგენილი, რომელიც 20 სექტემბერს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა. ჩანაწერი სულ 10 კომპოზიციას აერთიანებს.

► რეცენზია: Eko & Vinda Folio - თერაპია

ალბომის გამოშვების შემდეგ, მუსიკოსებმა მისი მხარდამჭერი ტურნე დაიწყეს. პარიზის, ლიონისა და ტულუზას გარდა, კონცერტები საფრანგეთის კიდევ სამ ქალაქშია დაგეგმილი. ეკო და ვინდა მსმენელთა წინაშე ცნობილ პოსტ პანკ ჯგუფ Motorama-სთან ერთად წარდგებიან.

Eko & Vinda Folio ერეკლე დეისაძემ და თემურ ეზუგბაიამ 2012 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტის სადებიუტო ნამუშევარი კომპოზიციის "სისტემა უნდა დაინგრეს" ალტერნატიული ვერსია იყო. არტისტებმა 2016 წლის ნოემბერში ფრანგულ ლეიბლზე Talitres ორსინგლიანი ჩანაწერი გამოსცეს, რომელშიც ტრეკები "შენ ანათებ" და "აგურით ხელში" შევიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული