Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა Bauhaus ბრაიან ინოს Third Uncle 21 წლის შემდეგ პირველად შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ბენდმა Bauhaus, დროებითი გაერთიანების ფარგლებში, ლოს ანჯელესში, ჰოლივუდ პალადიუმის თეატრში გამართულ კონცერტზე ლეგენდარული მუსიკოსის, ბრაიან ინოს კომპოზიცია Third Uncle 21 წლის შემდეგ პირველად შეასრულა. ჯგუფის წევრებმა ეს სიმღერა ბოლოს 1998 წელს დაუკრეს.

 ნახეთ: Bauhaus-მა 13 წლის შემდეგ თავდაპირველი შემადგენლობით კონცერტი გამართა

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია ბრაიან ინოს რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Taking Tiger Mountain (By Strategy) არის წარმოდგენილი, რომელიც 1974 წელს გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ "ბაუჰაუსმა" თავდაპირველი შემადგენლობით კონცერტები ბოლო 13 წლის განმავლობაში 2019 წელს პირველად გამართა. მსმენელებმა პიტერ მერფი, დანიელ ეში, კევინ ჰასკინსი და დევიდ ჯეი ერთად სცენაზე კვლავ იხილეს.

პოსტ-პანკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ბენდი Bauhaus ნორთჰემპტონში 1978 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფი რამდენჯერმე დაიშალა და აღდგა. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: Bela Lugosi's Dead, The Man With the X-Ray Eyes და All We Ever Wanted Was Everything. არტისტებს 5 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული