Thumbnail

Genius კომპანია Google-ს სიმღერების ტექსტების მოპარვაში ადანაშაულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული პლატფორმა Genius კომპანია Google-ს უჩივის და ვებგვერდიდან კომპოზიციების ტექსტების მოპარვაში ადანაშაულებს. საჩივრის თანახმად, საძიებო სისტემაში სხვადასხვა სიმღერის ძებნისას ნაჩვენები ტექსტები გუგლსა და მის პარტნიორ LyricFind-ს სწორედ Genius-ისგან აქვთ წაღებული.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ მორზეს ანბანის გამოყენებით, სიმბოლოების საშუალებით ტექსტებში სიტყვები Red Handed ჩამალეს და სწორედ ამის საშუალებით დარწმუნდნენ, რომ გუგლში ნაჩვენები მასალა მათგან იყო მოპარული. Genius არაეთიკური საქციელისა და მიღებული ზარალის გამო კომპენსაციის სახით 50 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვს.

გუგლისა და LyricFind-ის წარმომადგენლები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ Genius-ისგან არაფერი მოუპარავთ.

ციფრული პლატფორმა Genius, რომელიც 2009 წელს დაარსდა, მომხმარებლებს სიმღერების ტექსტებს, ანოტაციებს, ახალ ამბებს, სტატიებსა და ინტერვიუებს სთავაზობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული