ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენას საფუძველი 1980-იანი წლების ბოლოს ჩაეყარა, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი მისი ოქროს ხანა დაიწყო. ომის, პურის რიგებისა და ჩაბნელებული ქუჩების ეპოქაში ახალგაზრდა და ძალზე ნიჭიერი არტისტების მცირე ჯგუფმა სამამულო მუსიკალური კონტრკულტურის პირველი ჭეშმარიტი ნიმუში შექმნა.
► ნახე სხვა ქვიზები
ეს ქვიზი სწორედ 1990-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკას ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, წინ 15 შეკითხვა გელით, ყურადღებით გაეცანით შემოთავაზებულ ვერსიებს და მონიშნეთ სწორი პასუხი. ზოგჯერ ამაში ფლეიერის ჩართვა და კომპოზიციის მოსმენაც დაგეხმარებათ.
რა ჰქვია ლადო ბურდულისა და ჯგუფ "რეცეპტის" ამ კომპოზიციას?

რომელ ფილმში ასრულებს მთავარ როლს ქიშო გლუნჩაძე?

რა იყო გია თოიძის ჯგუფის "წერილი" თავდაპირველი სახელწოდება?

რომელი ჯგუფის წევრებს ხედავთ ფოტოზე?

ჩამოთვლილთაგან რომელი ჯგუფის წევრი არ ყოფილა დადა დადიანი?

რა ჰქვია ჯგუფ Genetic Code-ის ამ კომპოზიციას?

რა ჰქვია ბესელა რაზმაძის მიერ 1994 წელს ჩამოყალიბებულ პანკ ჯგუფს?

რა ჰქვია ჯგუფ Soft Eject-ის ამ კომპოზიციას?

რომელი არტისტის პატივსაცემად ეწოდა ჯგუფ Mother On Mondays-ს ეს სახელი?

რომელ ქალაქში ჩამოყალიბდა პანკ ჯგუფი "აუტსაიდერი"?

რა ჰქვია ჯგუფ "პრიზის" ერთადერთ სტუდიურ ალბომს?

რა ჰქვია ჯგუფ Overbalance-ის ამ კომპოზიციას?

რა ერქვა პირველ ქართულ პანკ ჯგუფს?

რომელ ჯგუფში დაიწყო მუსიკალური კარიერა ქართული ჰიპ ჰოპის, პანკისა და ელექტრონული მუსიკის პიონერმა გიგა ერისთავმა, იგივე ბაჯუმ?

რა ჰქვია ირაკლი ჩარკვიანის სადებიუტო სოლო სინგლს?

უკეთესადაც შეიძლებოდა!
1990-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკას არც ისე კარგად იცნობ. საბედნიეროდ, popmusic არსებობს. წაიკითხე ჩვენი სტატიები და შემდეგ ქვიზს უკეთ მომზადებული შეხვდები.
კარგი შედეგია!
როგორც ჩანს, 1990-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკის საკმაოდ კარგად იცნობ. თუ უბრალოდ გაგიმართლა?
შესანიშნავი შედეგია!
1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის უბადლო მცოდნე ხარ. ცოტა ვინმე თუ ახერხებს ასეთ რთულ კითხვებზე ამდენი სწორი პასუხის გაცემას.
კომენტარები