Thumbnail

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ბრაიან ინომ ახალი კომპოზიცია Everything’s on the Up With the Tories გაავრცელა. არტისტმა სიმღერა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ჩაწერა, რომელიც ბრიტანეთში 12 დეკემბერს იმართება. ნამუშევარში ინო კონსერვატიულ პარტიაზე, ბრექსიტზე, ჯანდაცვის სექტორის პრივატიზაციაზე და სხვა საკითხებზე საუბრობს.

► ნახეთ: ჯგუფმა Bauhaus ბრაიან ინოს Third Uncle 21 წლის შემდეგ პირველად შეასრულა

ბრაიან ინომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1971 წელს საკულტო როკ კოლექტივში Roxy Music დაიწყო. თუმცა, ორი ალბომის ჩაწერის შემდეგ, ინომ ჯგუფი დატოვა. მრავალწლიანი სოლო კარიერის განმავლობაში ემბიენთ მუსიკის ერთ-ერთ პიონერს რამდენიმე ათეული სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სხვადასხვა დროს მას ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: დევით ბოუი, რობერტ ფრიპი, ჰაროლდ ბადი, ჯონ კეილი, დეიმონ ალბარნი, Talking Heads, Coldplay, U2 და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული