Thumbnail

ნახეთ: Coldplay კომპოზიციაზე Everyday Life გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay კომპოზიციაზე Everyday Life ვიდეოკლიპი გადაიღო. სინგლი ამავე სახელწოდების მქონე ორმაგ ალბომში შედის, რომელიც ბენდმა 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს გაავრცელა.

► ნახეთ: Coldplay-მ Crystal Waters-ის კომპოზიცია Gypsy Woman დააქავერა

 მოუსმინეთ: Coldplay-მ ახალი ალბომი Everyday Life გაავრცელა

მუსიკალური რგოლი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ აფრიკაში, მაროკოსა და უკრაინაში გადაიღეს. კლიპის პრემირა სამხრეთაფრიკული ტელევიზიის Soweto TV ეთერში შედგა. ნამუშევრის ავტორი რეჟისორი კარინა ევენსია.

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული