Thumbnail

ნახეთ: არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ფილმის Respect პირველი თიზერი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კომპანია Metro Goldwyn Mayer ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Respect პირველ თიზერს ავრცელებს. რეჟისორ ლისლ თომის ნამუშევარში სოულის დედოფალს მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ჰადსონი ასახიერებს, რომელიც ამ როლზე გარდაცვალებამდე თავად არტისტმა შეარჩია. კინოსურათის პრემიერა 2020 წლის 9 ოქტომბერს შედგება.

► არეტა ფრანკლინის სახლში 1 მილიონი დოლარის ღირებულების გაუნაღდებელი ჩეკები იპოვეს

ვიდეოში ჯენიფერი ამერიკელი მუსიკოსის, ოტის რედინგის კომპოზიციას Respect მღერის, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული სწორედ არეტას შესრულებამ გახადა.

არეტა ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული