Thumbnail

პროდიუსერი ჰარუტ მარტიროსიანი, ფსევდონიმით HaruTune, მსმენელს ჰიპ ჰოპ არტისტ გელა რაზმაძის, იგივე Pele-ს ახალ კომპოზიციას "მოკლედ" და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს ავრცელებს. ჩანაწერში პოპულარული რეპერი ზაზა ნოზაძე, სასცენო სახელით Sf-x და მუსიკოსი დავით მეზვრიშვილი, იგივე Datomezz მონაწილეობენ. სინგლი პელეს სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Cas - შავი ბენტლი Ft. Pele

ახალბედა მუსიკოსმა პელემ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ქართული ჰიპ ჰოპის მსმენელმა ონლაინ ჟურნალის FlowFlow Magazine პროექტიდან PVP Battle გაიცნო. არტისტის გამორჩეული ჩანაწერები "სუსტებს განსაცდელი გელით" და "დარვინის თეორია" გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული