რონი ჯეიმს დიოს ხმით ჭიქის დამსხვრევა შეეძლო, მოცარტს კატასავით კნავილი უყვარდა, Stairway to Heavens-ს უკუღმა თუ დაუკრავთ, სატანის საგალობელს მოისმენთ, Pink Floyd-ის კონცერტის დროს მუსიკის ხმისგან ტბაში ყველა თევზი დაიხოცა - ლეგენდარული მუსიკოსების შესახებ გავრცელებული ამ ისტორიების ნაწილი სრული სიმართლეა, ნაწილი კი მითი.
► ნახე სხვა ქვიზები
ჩვენი ქვიზიც სწორედ ცნობილ შემსრულებლებთან დაკავშირებულ ლეგენდებს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, ყურადღებით წაიკითხეთ შეკითხვა და გამოიცანით, მითია თუ სინამდვილე მასში მოთხრობილი ამბავი.
ფრედი მერკურიმ პრინცესა დაიანა მამაკაცის სამოსში გამოაწყო და დასალევად გეი ბარში წაიყვანა.

ჯონ ლენონმა და იოკო ონომ Deep Purple-ის კონცერტის ყველა ბილეთი შეიძინეს და ლეგენდარული როკ ჯგუფის შოუს მხოლოდ თავად დაესწრნენ.

მერილინ მენსონმა ქირურგების დახმარებით ორი ნეკნი ამოიღო, რათა ავტოფელაცია შეძლებოდა.

ნარკოტიკებით გაბრუებულმა დეივ გაანმა ჟურნალისტს ყელზე უკბინა, რათა ვამპირად გადაექცია.

ფრენკ ზაპამ ერთ-ერთ კონცერტზე Bobby Brown Goes Down ზედიზედ იმდენჯერ დაუკრა, რომ დამსწრეთა უმრავლესობამ დარბაზი დატოვა. ამის შემდეგ, ლეგენდარულმა მუსიკოსმა გამოაცხადა, მშვენიერია, ცოტანი დავრჩით, ახლა ნამდვილი შოუ დაიწყებაო და სხვა სიმღერების შესრულებას შეუდგა.

კით რიჩარდსი პერიოდულად შვეიცარიაში მდებარე კლინიკას სტუმრობს, სადაც ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად ძველ სისხლს ახლით უცვლიან.

გარდაცვალების წინ ჯონ ბონემმა 40 ჭიქა არაყი დალია.

ოზი ოსბორნმა ერთ-ერთი კონცერტის მიმდინარეობისას ღამურას თავი მოაჭამა.

კურტ კობიეინი, 2Pac და The Notorious B.I.G. მეგობრები იყვნენ.

ელტონ ჯონი გორილას ფორმაში გამოეწყო და იგი პოპის კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე აიჭრა.

ჯიმი ჰენდრიქსს კონცერტებზე LSD-ში ამოვლებული თავსახვევი ეკეთა, რათა დაკვრის დროს მოულოდნელად არ გამოფხიზლებულიყო.

პრინსმა მაიკლ ჯექსონის მანქანით გაჭყლეტა სცადა.

საკუთარი დაბადების დღის წვეულების დასასრულს, კით მუნი მანქანით საცურაო აუზში გადაეშვა.

Pink Floyd-ის წევრებს ალბომი The Dark Side of the Moon ფილმის "ოზის ჯადოქარი" საუნდტრეკად ჰქონდათ ჩაფიქრებული.

პოლ მაკკარტნი ავტოავარიაში დაიღუპა, რის შემდეგაც The Beatles-ის შემადგენლობაში ლეგენდარული მუსიკოსის ადგილი მისმა ორეულმა დაიკავა.

უკეთესადაც შეიძლებოდა!
შემდეგში ოდნავ მეტი ყურადღება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.
კარგი შედეგია!
როგორც ჩანს, საყვარელი შემსრულებლების ბიოგრაფიასაც კარგად იცნობ და ინტუიციაც მშვენიერი გაქვს.
შესანიშნავი შედეგია!
popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.
კომენტარები