Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. საზამთრო: Lil Louis

6 იანვარი (ორშაბათი)

შობის ღამეს "საზამთრო" რიგით მეორე ივენთს მასპინძლობს. ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე მისული სტუმრების წინაშე ჰაუს მუსიკის ლეგენდა, ჩიკაგოელი არტისტი Lil Louis წარდგება. მასთან ერთად ქართველი მუსიკოსები Dr. Emmett BrownAsh ScholemLevi Love DiscoYves და სხვები დაუკრავენ. 

4. BASSIANI / HOROOM: Marcel Fengler | Kancheli | Ninasupsa | Yves

10 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ბერლინელ დიჯეის, Marcel Fengler-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Kancheli დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი Ninasupsa და Yves დაუკრავენ. 

3. KHIDI: Max Cooper | Barker | Jorjick 

10 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" ბერლინში მიღვაწე დიჯეისა და პროდიუსერს, Max Cooper-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Barker და Jorjick დაიკავებენ. G2-ში კი მსმენელთა წინაშე Yanamaste და Frequency Shifter წარდგებიან. 

2. JAZZ CLUB SINGER: რეზო კიკნაძის სიქსტეტი

11 იანვარი (შაბათი)

11 იანვარს Jazz Club Singer კომპოზიტორისა და შემსრულებელის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, რეზო კიკნაძის სიქსტეტს მასპინძლობს. კოლექტივის მოსმენა მსურველებს ჯაზ კლუბში ყოველ შაბათს შეუძლიათ. 

1. MTKVARZE: Dr. Banana | Alec Falconer | Harry Wills | Kraumur | Ash Scholem

11 იანვარი (შაბათი)

11 იანვარს "მტკვარზე" ინგლისელ არტისტს, Dr. Banana-ს უმასპინძლებს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Alec Falconer და Harry Wills დაიკავებენ. პატარა ოთახში კი მსმენელთა წინაშე Kraumur და Ash Scholem წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული