ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.
გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.
5. CAFFE-GALLERY: სამშაბათის მზესუმზირა
14 იანვარი (სამშაბათი)

სამშაბათს კაფე "გალერეაში" კომუნა Mzesumzira ბოლო საახალწლო ღონისძიებას გამართავს. მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტები Rati, Gabunia და Audio Space წარდგებიან.
4. MTKVARZE: Edward | Gio Shengelia | Yves | Ika
17 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" ცნობილი ლეიბლის, Giegeling-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბერლინელ დიჯეისა და პროდიუსერს, Edward-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე Gio Shengelia წარდგება. პატარა ოთახში კი Yves და Ika დაუკრავენ.
3. BASSIANI / HOROOM: Claudio PRC | Zitto | Bryan Kasenic | HVL
17 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" იტალიელ არტისტს, Claudio PRC-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Zitto დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Bryan Kasenic და HVL წარდგებიან.
2. დედაენის ბარი: DuckTape | Four Dimensional Monster Lobsters | Moku J
17 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს "დედაენის ბარში" კონცერტს ქართული როკ ჯგუფი, DuckTape გამართავს. მათთან ერთად სცენას ფსიქოდელიური სინთპოპ კოლექტივი Four Dimensional Monster Lobsters და Moku J დაიკავებენ.
1. MONO HALL: KayaKata
18 იანვარი (შაბათი)

18 იანვარს Mono Hall პოპულარულ ქართულ ჰიპ ჰოპ პროექტს, KayaKata-ს მასპინძლობს. მათთან ერთად მსმენელთა წინაშე ასევე Bobby Kensei, Turbohikari, Accidboy, Dro და Hayate წარდგებიან.
კომენტარები